02 თბილისური ტრაგედია / Tbilisian Tragedy

from Beautyfall / სულდაცემა by Psychonaut 4

/

lyrics

დღესაც გიშველის "არავინ". ნუგეშს ეძებს "არავინ".
ამ ომს მოიგებს "არავინ". და გადარჩება დღეს "არავინ"
ვხედავ გახრჩობს ცრემლები, რა გიშველო მითხარი, გევედრები.
ვხედავ გათრობს ფიქრები, მითხარ რას მისტირი რად იტანჯები?
ფქვილი სითხედ მიქცევია, მარილის ორთქლად მიფრენია.
სიმარტოვე ჩემი ბედია, ამ ქალაქს რაც სჭირს - ტრაგედიაა.
შენ, შენ ეს გესმის - სიგიჟე, ნაგლეჯი ფოლგის.
შენ, შენ ეს იცი - შენ ხარ ის "არავინ".
ვხედავ გახრჩობს ცრემლები, რა გიშველო მითხარი, გევედრები.
ვხედავ გათრობს ფიქრები, მითხარ რას მისტირი რად იტანჯები?
ვხედავ გამტვრევს ტკივილი, რას მიეჩვიე ძლიერ და ვერ ელევი?
ვხედავ დაგსდევს სიკვდილი, დღეს შინ მოდი და გავიხსენოთ ღიმილი.
ვხედავ გახრჩობს ცრემლები, ვხედავ გათრობს ფიქრები,
ვხედავ გამტვრევს ტკივილი, ვხედავ დაგსდევს სიკვდილი,
მე, მე ვნახავ გზას, მე დავაღწევ თავს.
მე, მე ვნახავ გზას, მე გავართმევ თავს.
მე, მე ვნახავ გზას, მეც გადავცურავ ზღვას.
მე, მე ვნახავ გზას, მე არ მოვიკლავ თავს.
ქლორის გემო მაქვს პირში, ნესტის სუნი კი ცხვირში.
ამ ყოველდღიურ ფიქრთა სიმძიმე, მატლად მესევა ტვინში
რისი თქმაც შენთვის მინდოდა, ვეღარ ვიპოვნე ჩემში.
როცა მეგონა ავფრინდებოდი, გადავიჩეხე ხევში.
ახალგაზრდას ხომ სიკვდილი დასდევს, Mოხუცს კი ალბათ გარდაცვალება
შენს თავს ამაღამ სიკვდილს გამოვგლეჯ, გავუძლებთ ერთად ჩვენ ამ წამებას.
ჩვენი სიკვდილის რომანტიზება ვერ ნახავს შუქს ამ დილის ცისკრისა.
როგორც ცაში აჭრილი გედის სიმღერა ან პაემანი იმ ყივჩაღისა.

credits

from Beautyfall / სულდაცემა, released October 30, 2020

license

all rights reserved

tags

about

Psychonaut 4 Tbilisi, Georgia

Post Suicidal Black Metal from Georgia.

shows

contact / help

Contact Psychonaut 4

Streaming and
Download help

Report this track or account

If you like Psychonaut 4, you may also like: