We’ve updated our Terms of Use to reflect our new entity name and address. You can review the changes here.
We’ve updated our Terms of Use. You can review the changes here.

Beautyfall / ს​უ​ლ​დ​ა​ც​ე​მ​ა

by Psychonaut 4

supported by
Jordan Vauvert
Jordan Vauvert thumbnail
Jordan Vauvert La bouche est un portail : elle est le lieu de la langue, de la poésie et celle des cris, du vomi ; elle est indique l'humanité mais elle permet de gueuler. Cette ambivalence est à la source de Beautyfall / სულდაცემა et elle est inscrite dès la pochette (qui fait écho à Ø de K.F.R). Psychonaut 4 met encore plus l'accent sur les duos dans cet album et les voix sont aussi belles qu'insoutenables. Les paroles sont presque toutes en géorgien mais les sentiments sont limpides.

Chrysostome
Chaostome Favorite track: 02 თბილისური ტრაგედია / Tbilisian Tragedy.
David Fischer
David Fischer thumbnail
David Fischer My first encounter with Georgian (depressive... atmospheric... black?) metal could not have been any better. Psychonaut 4's Beautyfall was something I randomly found via clicking on a YouTube video with a disturbing thumbnail, and I've instantly fallen in love with Tbilisian Tragedy - a song with more unexpected turns than a M. Night Shyamalan movie - and Sana Sana Sana-Cura Cura Cura. I still am a little bit overwhelmed and speechless. Really interesting, really good! Favorite track: 04 Sana Sana Sana-Cura Cura Cura.
Andy
Andy thumbnail
Andy This is very interesting indeed. Moving between the spoken and the dirty vocals, a passionate desperation and the more quiet melancholic sections, always feeding the listener's ears with a new and unexpected route to entertain. A great find !! Favorite track: 02 თბილისური ტრაგედია / Tbilisian Tragedy.
RJ
RJ thumbnail
RJ A very interesting black metal album with a heavy dose of the avantgarde and splashes of post-rock/metal. All of the tracks are fairly different from one another but there are diffuse emotional themes of sadness, depression, and melancholy. This kind of music is not only something you listen to, but something you experience. 8/10 Favorite track: 06 ის სევდა, ისევ და / And Sorrow, Again.
andrewdontgiveafuck
andrewdontgiveafuck thumbnail
andrewdontgiveafuck Спасибо за ваше творчество, пацаны. Очень сильная и эмоциональная вещь :) Favorite track: 03 ... და შენ როგორ ხარ ...And How Are You.
more...
/
1.
როცა ქუჩაში დღისით, მზისით, შენს ფეხებთან კლავენ კაცს. როცა ფიქრობ, რომ პასუხი იცი და იმედით უმზერ ცას. როცა ოთახში მარტო ზიხარ, ვერ იხსენებ რისი გწამს. და მარადისობაზე ფიქრში, ელოლიავები წამს. შენ ხვდები, რომ ვერაფერს ხვდები, იბადები და ნელ-ნელა კვდები. როცა თავიდან ახელ თვალს, იფურჩქნები და ისევ ხმები. როცა ეძებ საკუთარ თავს და უსმენ გულის ხმას. შენ იპოვი რასაც ეძებ, თუ არ დაყრი ფარ-ხმალს. ეძებ შენს თავს, ეძებ შენს მსგავს. როცა უყურებ როგორ კარგავს, სამყარო ცხოვრების აზრს. როცა უყურებ როგორ ართმევს, მოხუცი სიცოცხლეს ბავშვს. როცა უყურებ შენს თავს და ხედავ ვიღაც სხვას. როცა დინებას მიყავხარ და ამაოდ ეჭიდები ხავსს. შენ ხვდები, რომ ვერაფერს ხვდები, იბადები და ნელ-ნელა კვდები. როცა თავიდან ახელ თვალს, იფურჩქნები და ისევ ხმები. როცა ეძებ საკუთარ თავს და უსმენ გულის ხმას. შენ იპოვი რასაც ეძებ, თუ არ დაყრი ფარ-ხმალს. გთხოვ, ნუ დაყრი ფარ-ხმალს.
2.
დღესაც გიშველის "არავინ". ნუგეშს ეძებს "არავინ". ამ ომს მოიგებს "არავინ". და გადარჩება დღეს "არავინ" ვხედავ გახრჩობს ცრემლები, რა გიშველო მითხარი, გევედრები. ვხედავ გათრობს ფიქრები, მითხარ რას მისტირი რად იტანჯები? ფქვილი სითხედ მიქცევია, მარილის ორთქლად მიფრენია. სიმარტოვე ჩემი ბედია, ამ ქალაქს რაც სჭირს - ტრაგედიაა. შენ, შენ ეს გესმის - სიგიჟე, ნაგლეჯი ფოლგის. შენ, შენ ეს იცი - შენ ხარ ის "არავინ". ვხედავ გახრჩობს ცრემლები, რა გიშველო მითხარი, გევედრები. ვხედავ გათრობს ფიქრები, მითხარ რას მისტირი რად იტანჯები? ვხედავ გამტვრევს ტკივილი, რას მიეჩვიე ძლიერ და ვერ ელევი? ვხედავ დაგსდევს სიკვდილი, დღეს შინ მოდი და გავიხსენოთ ღიმილი. ვხედავ გახრჩობს ცრემლები, ვხედავ გათრობს ფიქრები, ვხედავ გამტვრევს ტკივილი, ვხედავ დაგსდევს სიკვდილი, მე, მე ვნახავ გზას, მე დავაღწევ თავს. მე, მე ვნახავ გზას, მე გავართმევ თავს. მე, მე ვნახავ გზას, მეც გადავცურავ ზღვას. მე, მე ვნახავ გზას, მე არ მოვიკლავ თავს. ქლორის გემო მაქვს პირში, ნესტის სუნი კი ცხვირში. ამ ყოველდღიურ ფიქრთა სიმძიმე, მატლად მესევა ტვინში რისი თქმაც შენთვის მინდოდა, ვეღარ ვიპოვნე ჩემში. როცა მეგონა ავფრინდებოდი, გადავიჩეხე ხევში. ახალგაზრდას ხომ სიკვდილი დასდევს, Mოხუცს კი ალბათ გარდაცვალება შენს თავს ამაღამ სიკვდილს გამოვგლეჯ, გავუძლებთ ერთად ჩვენ ამ წამებას. ჩვენი სიკვდილის რომანტიზება ვერ ნახავს შუქს ამ დილის ცისკრისა. როგორც ცაში აჭრილი გედის სიმღერა ან პაემანი იმ ყივჩაღისა.
3.
ვსუნთქავ და ყველა ამოსუნთქვით ვიცლები. ვფიქრობ და ყველა სცენარში ვინგრევი. ვცოცხლობ იქამდე, სანამ არ გარდავიცვლები. მე ისევ ის აღარ ვარ, მე ხომ არ ვიცვლები. ამას ინანებ იცი. ახალი დღე, ახალი ფიცი. ეგ შენი ცხოვრებაა და არა სხვისი. სინათლე იკარგება ნისლში. და შენ როგორ ხარ? ფიქრები ჭაობია, სადაც ვიძირები. (ეკლებიანი) ორმოა და იქ არ ჩადის მზის სხივები. ხელს ვერ გიწვდით, მე ხომ მადევს ბორკილები. ხმას ვერ ვიღებ, ენაზე დამაჭირეს კბილები. მე ვიცი გადავარჩენ სულს, სიცარიელეს არ გავატან გულს. სიბნელეს გაჭრის სხივი. კარგად ვარ, სულ ამას ვიტყვი. და შენ როგორ ხარ?...
4.
With the soundless weight, Heavy silence pushed me (down the floor). Anxiety rolls in me like a wave. A wave of desire to do something Terrible to myself. But I will not allow let the darkness to break out again Outside, beyond me. My smiling face will hide this horror from you. It is better this way for everyone. I was deaf, blind and stupid, Until I learned to talk to myself, to my ego. But what is myself made of? A mixture of bitternes, anger, humor and immorality. Can this be called a good personality? Will anyone love me? The monster sleeps inside of me, which with every drink is trying to break out. I am often dangerous for myself and for all. I'm like a deep-sea mine. Don't get too close to me. Don't get too close to me! Sana, sana, sana - cura, cura, cura
5.
მკვდარი მიწა, მკვდარი ქვები. ფრჩხილებში ტალახი, ნაცრისფერი - შენ ხო ხვდები? არც ისე ღრმად ხარ დამარხული, გპოულობ მე, უძილობით მოწამლული. მკვდარი გრძნობით, კანკალით ხელში, დამალობანას თამაშში ჩავერთვები. ანთებული თვალებით (მარილის) ორთქლს მივყვები. კიდევ ერთი (შეჯდა), კიდევ ერთი (ჩაჯდა), კიდევ ერთი (მოკვდა). შენახვა და მოხმარება. სიბრმავე მჭირს გახელილი თვალებით, სიბნელეში ვარ კაშკაშა აზრებით, სიმთვრალეს უშედეგოდ ვემალები, სიგიჟის მომტანს რისთვის ვეტანები. ხვალინდელი არ დადგება, დღევანდელი არ მორჩება. კიდევ ერთი (შეჯდა), კიდევ ერთი (ჩაჯდა), კიდევ ერთი (მოკვდა).
6.
7.
სევდის მაგვარი სიმშვიდე ტანში, მოჟრუანტელო ტალღები კანში. ვიფიქრე ამას ვერვინ წამართმევს, მაგრამ გავორდი სულ ცოტახანში... ხან ვიძირები უძირო ტბაში, ხანაც კარი ვარ, ვკიდივარ ცაში... რამის თქმას ვცდილობ, ბზარი მაქვს ხმაში, მისი ღრუბელი სველდება ძმარში. ფოთლების შრიალს მივუგდე ყური, თითქოს ჩამესმის ზარის ხმა მთაში. რითმაში რხევით მაცეკვებს ქარი, ამ სიტყვებს მიღმა აზრი რა არის? კონტრასტებს მგონი მაწვდის მომგონი, რა უნდა იყოს მისი სადარი... ვაცნობიერებ, ვიღიმი ტუჩთან: "ეგრე სად არის, ეგრე სად არის!?" გისმენ! და ვერ ვხდები, მითხარი ისევ, თორემ ვნებდები. ზედაპირის სიღრმის ჩაწვდომა მწყურია, ასე ამბობენ - „განცდა რთულია“. საამურია ფიქრი აწმყოზე, წარსულის ჭრილში, მომავლად ქცევით. ყველა ნაპირის სიგრძე ნულია, მასშტაბის ჯამი კუთხით თქმულია. დაძაბულია ჩემი გონება, ცოტა შევსვი და ისევ მწყურია... დრო გაჩერდება, გამახსენდება - ყველა წვრილმანი შენი გულია. ხან ზევით ვარ და ხანაც ქვევით, ნაბიჯი უკვე გადადგმულია. გასაძლისა ჩუმი ტკივილი, შენი გაცნობა ისევ მწყურია. და ამ ვაზიდან ცისარტყელაში, ყველა ნიშანი სასხულია. გისმენ! მტერი ჩემში, ჩემივე ხმით მიმითითებს მიზეზს სხვებში. ცრუ ნაკვალევს მივუყვები, მტვერი ადევთ ფაქტებს სხვენში. სიგიჟის ზღვარს შორით ვლანდავ „ან ახლოა?“ - ვფიქრობ ხვნეშით. აზრის სიღრმეს თუ ჩავწვდები აღარ ვივლი იქნებ ლეშით. სხეულს ისე მივატღევ და გულს ვიმშვიდებ ამ ნუგეშით... თითქოს ვხდები, "არ გაჩუმდე!" მათხოვარი დაგდევ პეშვით. გისმენ! და ვერ ვხდები, მითხარი ისევ, თორემ ვნებდები, ის რაც შენში მათრობს, ვიცი რომ გამათბობს. იქ გააჩერებ დროს, დამტოვებ არასდროს. დავიღალე, მოდი მალე.
8.

about

album is in WAV format

credits

released October 30, 2020

license

all rights reserved

tags

about

Psychonaut 4 Tbilisi, Georgia

Post Suicidal Black Metal from Georgia.

shows

contact / help

Contact Psychonaut 4

Streaming and
Download help

Report this album or account

If you like Psychonaut 4, you may also like: